Tentorium

ცხიმიანი კანისთვის თუ გაქვთ მოვლის საშუალბებები?  

დიახ, გვაქვს  დღის მკვებავი თაფლით.

 გამარჯობა, მაინტერესებს ტუბერკულიოზის და ზოგადად ფილტვების დროს რა გაქვთ ეფექტური საშუალება? 

დიახ, გვაქვს ,,ფორმულა რა“, ,,ეი-პი-ვი“ ,,აპიბალზამ 2“ და  ,,ო-დე-ვიტი“

გამარჯობა, რა შეიძლება მივცე 5 წლის ბავშვს ექიმის დანიშნულების გარეშე, პროფილაქტიკისთვის, ვიტამინებით გამდიდრებისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის? ხშირად აწუხებს ყელი და სურდო? 

შეგიძლიათ გამოიყენოთ  ,,ო-დე-ვიტი“ და  ,,ექსტრა- ლორი“

ვარ 15 წლის მაწუხებს ჭარბ თმიანობა რას მირჩევთ? 

მსგავსი შემთხვევისთვისი რეკომენდებულია, ,,აპი ხიტი“ და ,,აპი ელიტე“

გონების გასაუმჯობესებლად რას მირჩევთ ბავშვებისთვის? 

,,კენკროვანი კოქტეილი“ ან ,,ტენტორიუმ პლუსი“

 

ასთმისთვის რა პრეპარატები გამოიყენება? 

გამოიყენება ,,ეი-პი-ვი“  და  ,,ო-დევიტი“  ,,აპიტოკი“  . თუ რა თქმა უნდა თაფლის აუტანლობა არ ააქვს.

მე მაინტერესებს რომელი მალამო ან დასალევი საშუალება შეიძლება მივიღო ართროზისთვის? 

ართროზისთვის რეკომენდირებულია მალამო ,,ტენტორიუმი“ ფუტკრის შხამით, თაფლის კომპოზიცია ,,აპიტოკი“,  დრაჟე  ,,გრანულირებული პელოიდი“

სად შეიძლება პროდუქციის შეძენა ?

ფუტკრის სახლ ,,ტენტორიუმში" მისამართი მელიქიშვილის 6 

ძალიან სუსტი, დაზიანებული თმა მაქვს. ვერაფრით ვერ გამოვიცოცხლე თან საშინლად მცვივა და ძალიან ნელა მეზრდება. რამეს ხომ ვერ მირჩევდით?

გაეცანით თმის მოვლის საშუალებებს 

მაინტერესებს რა ღირს გელი „მუსკუს უნისექსი“ ? 

16 ლარი ღირს

გამარჯობათ. თქვენი პროდუქციით  რომ ვიმკურნალო ფსორიაზზე ხო არ მოვიმატებ წონაში? რა დაჯდება მკურნალობა?

არა არ მოიმატებთ, რეკომენდებულია ,,ჩილიდონია" იხ.ლინკი

ძალიან მომწონს თქვენი პროდუქცია...დღის. მკვ.კომპლექსი რა ღირს და რა ასაკიდან არის რეკომენდირებული? 

მადლობა ) დიახ, გვაქვს 16 წლიდან არის რეკომენდირებული. ღირს 25 ლარი

რამდენად ეფექტურია წონაში კლების დრაჟეები?  და რა ღირს?

დიახ, გვაქვს ,,გრანულირებული პელოიდი",  ,,აპი-ელიტე"   იხ.ლინკი

სტრიების გასაქრობი თუ არსებობს რამე თქვენთან და რა ღირს?

დიახ, გვაქვს აპი-ბიუსტი. იხ.ლინკი

თუ გაქვთ ოსტეოქონდროზის და რევმატული ართრიტის წამალი და რა ღირს ?

დიახ, გვაქვს მალამო და ღირს 25 ლარი. იხ.ლინკი

თუ გაქვთ კბილების მათეთრებელი პასტა და რა ღირს?

იხ.გვერდი

გამარჯობათ, ვარ 56 წლის მაწუხებს დისბაქტერიოზი და კუჭის მომატებული მჟავიანობა მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ეღირება მკურნალობის 1 კურსი?

დაახლოებით 120 ლარი

 ვარ 2 ხარისხის დიაბეტით დავადებული. მირჩიეთ რომელი პროდუქტი გამოვიყენო.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ,,გრანულირებული პელოიდი“ ,,აპი ხიტი“ ,,ეი-პი-ვი“

გამარჯობათ, მაინტერესებს თუ გაქვთ 3 წლის ბავშვისათვის სიმაღლეში ზრდის საშუალება და რამდენად უსაფრთხოა მისი მიღება ამ ასაკში?

თუ არ აქვს თაფლის აუტანლობა სრულიად უსაფრთხოა, შესაძლებელია მიიღოს  ,,კენკროვანი კოქტეილი“ და ,,ხლებინა“

 გამარჯობა, მაინტერესებს თუ არსებობს ფარისებური ჯირკვლის უკმარისობის პროფილაქტიკისათვის რაიმე საშუალება ბავშვებისათვის და რა ასაკიდან შეიძლება მივიღოთ?

ჩვენი დრაჟეები ინიშნება 1 წლის ასაკიდან თქვენთვის რეკომენდირებლია ,,აპი სპირა“ ,,ექსტრა ბეფუნგინი“

 შესაძლებელია თუ არა 17 წლის ბავშვის სიმაღლეში გაზრდა და თუ შეიძლება კურსის ღირებულება მომწერეთ

თუ ზრდის ზონები დახურული არა აქვს შესაძლებელია ,, ხლებინათი“ . ზრდის ზონები შეგიძლიათ შეამოწმოთ რენტგენოლოგთან. ,,ხლებინა" 75 ლარი ღირს (2 თვიანი კურსი)

გამარჯობათ,მაქვს თავის კანის დაავადება სებორეა და თუ მკურნალობთ თქვენ ამ დაავადებაზე? 

დიახ, გვაქვს  თმის ნიღაბი და სპეციალური შამპუნი

თოთო ბავშვებში თუ იხმარება თქვენი პროდუქცია?

დიახ, გვაქს ,,აპიბალზამ-2"

გამარჯობა! მარტო აპიტოკის მიღება რისთვის იქნება ეფექტური?

ზოგადი პროფილაქტიკისთვის. ასევე როგორც ანტივირუსული იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება.

გამარჯობა მყავს სამი წლის და წლინახევრის ბავშვები, ზამთარში საშიში ვირუსების ბარონკიტის დასაცავად რომელ საშუალებას მირჩევთ ბავშვებისათვის.ამ პერიოდში მისაღებად , მალე რომ იმოქმედოს.

მსგავს შემთხევებში რეკომენდირებულია ,,ო-დე-ვიტი“ , ,,ექსტრა ლორი“,  ეი-პი-ვი“.

 

 გამარჯობა. მაინტერსებს იმ შემთხვევაში თუ ვარ ალერგიული და ასევე სახეზე გამონაყარის შემთხვევაში შეიძლება თუ არა თქვენი პროდუქციის (კრემების) გამოყენება?

თუ არ გაქვთ თაფლის აუტანლობა, ჩვენი პროდუქციის გამოყენება  სრულიად უსაფრთხოა.

გამარჯობა,რას გვირჩევთ, გადაღლილობის, დეპრესიის, დაუძლურების შემთხვევაში?

გირჩევთ მიიღოთ ,,აპი-სპირა“ ან ,,ტენტორიუმ პლიუსი“.

  გამარჯობათ, მაწუხებს ჩიყვი, ჭარბი წონა,ნივთიერებათა ცვლა მაქვს დარღვეული. რა პროდუქცია უნდა გამოვიყენო?

,,აპი ელიტე“  ,,აპი ხიტი“ ეს არის ის პროდუქცია, რაც თქვენ გჭირდებათ.

შეიძლება თუ არა ახალი დაბადებულისთვის თქვენი კრემები გამოყელვის დროს?

დიახ, გვაქვს სპეციალური საბავშო სერია. იხ.ლინკი

მოგესალმებით, მაინტერსებს გასახდომი საშუალებები (მაგ.:აპი-ელიტე) შეიძლება თუ არა ლაქტაციის დროს?

დიახ, შეიძლება მიიღოთ

ქრონიკულ ყელის ტკივილს თუ შველით?

დიახ, შეგიძლიათ მიიღოთ ,,ექსტრა ლორი“ და ,,ეი-პი-ვი“

ვარ 13 წლის შეიძლება აპი-ხიტის“ მიღება

 ,,აპი ხიტის“ მიღება  შესაძლებელია ჩვილობის ასაკიდან.

გამარჯობა. გთხოვთ მირჩიოთ რომელი პროდუქციაა მისაღები კუჭის წყლუროვანი დაავადების დროს. (ფასები მაინტერესებს). 

,,აპიფორმულა -1“, ერთთვიანი კურსი ღირს 35 ლარი იხ.ლინკი

პოლინოზით ვარ დაავადებული და მითხრეს ფუტკრის რძე შველისო მართალია თუ არა?

პოლინოზისთვის გვაქვს  ცხვირის წვეთები ,,ეი-პი-ვი“ და დრაჟეები: ,,ო დევიტი“ და ,,ტენტორიუმ პლიუსი“

 

 გამარჯობა. მყავს 4 წლის ბავშვი,რომელიც არის ძალიან უჭმელი. გთხოვთ მითხრათ თუ გაქვთ მადის მომატებელი და თან რომ ვიტამინებიც მიიგოს

დიახ, გვაქვს ,,კენკროვანი კოქტეილი“. იხ.ლინკი

გამარჯობა, მაქვს ალერგიული კანი, მსურს თქვენი კოსმეტიკური საშუალებების შეძენა. მაინტერესებს თუ გაქვთ ტესტერები?

 

ტესტერები არ გვაქვს, მაგრამ თუ არ გაქვთ თაფლის აუტანლობა ჩვენი პროდუქცია თქვენთვის ალერგიული არ იქნება.

 მოხუცებში ღამე ძლიერი ოფლდენის საწინააღმდეგგო საშუალება თუ გაქვთ?

დიახ გვაქვს ,,ხლებინა“ საკმაოდ ეფექტურია არა მარტო ოფლდენისთვის. იხ.ლინკი

  ფრჩხილების სოკოვანი დაავადებისთვის თუ გაქვთ რამე?

ფეხის სოკოსთვის რეკომენდირებულია  ,,აპი კომფორტი“  ან  ,,ჩილიდონია“ რომელიც ნებისმიერი ლოკალიზაციის სოკოზეა რეკომენდირებული. იხ.ლინკი

 

 გამარჯობა,მაინტერესებს თუ გაქვთ ისეთი პრეპარატი რომელიც მატებს ენერგიას, ამაღლებს იმუნიტეტს და წონაში დაკლებაშიც ეხმარება. ანუ მხოლოდ ერთი პრეპარატის დალევით თუ შეიძლება ამ პრობლემების გადაწყვეტა? 

დიახ ,თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი პროდუქტი ,,აპის-სპირა“.

 მკერდზე 4 წელია მაქვს ადენომა რომელც ნელა იზრდება ოპერაციის გაკეთება არ მინდა თუ გაქვთ რაიმე მალამო რომელიც ზრდას მაინც შეაჩერებს.

 

  ჩვენ გვაქვს მალამო ,,აპი ბიუსტი“ საკმაოდ ეფექტური მსგავს შემთხვევებში, მაგრამ ონკოლოგის რეგულარული მეთვალყურეობა. აუცილებელია.

შველის თუ არა თქვენი რომელიმე პროდუქტი ადრეულ ასაკში ხელზე გაჩენილ პიგმენტურ ლაქებს ? 

 გააჩნია პიგმენტური ლაქების წარმოშობის მიზეზებს, გვაქვს მალამო ,,ჩილიდონია“ რომელსაც გააჩნია ლაქების გაუფერულების უნარი.

 

 მოგესალმებით, საიტერესო საიტია. ცელულიტის მკურნალობის რა საშუალებებს ფლობთ და რამდენად შედეგიანია?

 გამარჯობა! დიახ გვაქვს ანტიცელულიტური ტალახი ,,პელოიდი“, რომელიც გამოიყენება სამასაჟოდ, აგრეთვე გვაქვს მალამო ,,აპი ბიუსტი“. საკმაოდ ეფექტურია  შინაგანად მისაღები საშუალებები: ,,აპი - ხიტი“ ,ამის გარდა ,,გრანულირებული პელოიდი“.

 გამარჯობა. მაინტერსებს იმ შემთხვევაში თუ ვარ ალერგიული და ასევე სახეზე გამონაყარის შემთხვევაში შეიძლება თუ არა თქვენი პროდუქციის (კრემების) გამოყენება?

თუ არ გაქვთ თაფლის აუტანლობა, ჩვენი პროდუქციის გამოყენება  სრულიად უსაფრთხოა.

გამარჯობათ, ვარ 56 წლის მაწუხებს დისბაქტერიოზი და კუჭის მომატებული მჟავიანობა მაინტერესებს დაახლოებით რამდენი ეღირება მკურნალობის 1 კურსი?

დაახლოებით 120 ლარი

   მოგესალმებით, საიტერესო საიტია. ცელულიტის მკურნალობის რა საშუალებებს ფლობთ და რამდენად შედეგიანია?

  გამარჯობა! დიახ გვაქვს ანტიცელულიტური ტალახი ,,პელოიდი“, რომელიც გამოიყენება სამასაჟოდ, აგრეთვე გვაქვს მალამო ,,აპი ბიუსტი“. საკმაოდ ეფექტურია  შინაგანად მისაღები საშუალებები: ,,აპი - ხიტი“ ,ამის გარდა ,,გრანულირებული პელოიდი“.

მოგესალმებით, მაინტერესებს გაქვთ თუ არა ინტიმური საპონი და როგორ შეიძლება შეძენა? მადლობთ

დიახ, ინტიმური ჰიგიენისთვის საპონი გვაქვს. იხ.ლინკი

შეძესაძენად მობრძანდით მელიქიშვილის 6 ნომერში  

გამარჯობათ. ძალიან მიხარია რომ არსებობთ. მაინტერესებს,დაახლოებით რამდენ ხანში აქვს ეფექტი აპი–ბიუსტის პოდაგრის მკურნალობის შემთხვევაში(ამცირებს თუ არა ზომაში) და რა ღირს? მადლობა წინასწარ :)

მადლობა :)  მხოლოდ აპი-ბიუსტით პოდაგრის მკურნალობა ცოტა დროში დაიგვიანებს. ამისთვის კარგია ხინაზისა და აპი-სპირას მიღებაც. ზომაში რა თქმა უნდა მცირდება და შესაძლებელია გაქრობაც. დროის რა პერიოდი დასჭირდება, არ ვიცი. გააჩნია რამდენი ხანია რაც წარმოიქმნა, რა ზომისაა და ა.შ.  

მაინტერესებს კანის მოვლის საშუალებების ფასი, კერძოდ დღისა და ღამის მკვებავისა და თვალის გარსემო კრემების ფასი, ასევე რა ასაკისათვისაა ისინი რეკომენირებული.

დღისა და ღამის მკვებავები 30-30 ლარია, თვალის გარშემო - 16 ლარი. 

რეკომენდირებულია 18 წლის ასაკიდან.  

მაინტერესებს თუ შეიძლება "ბი აქტივი" ექიმთან კონსულტაციის გარეშე რომ მივიღო ორსულობის დროს

რა თქმა უნდა შეიძლება, თუმცა ორსულობის პირველ ნახევარში უფროა რეკომენდირებული

ღრძილების სამკურნალოდ რა გამოვიყენოთ? 

გაეცანით პირის ღრუს მოვლის საშუალებებს

თქვენი პროდუქციით თუ არის შესაძლებელი საშვილოსნოს პაპილომა ვირუსის მკურნალობა? მადლობა.

ფასი მაინტერესებს თმის  ცვენის შაპუნის

22 ლარი

გამარჯობა მაინტერესებს შეიძლება  თუ არა თქვენთან ფუტკრის სადედე რძის ჭეოს და ყვავილის მტვერის შეძენა. და თუ შეიძლება რა ღირს?

კი რა თქმა თვითეული მათგანის შეძენა შეიძლება ჩვენთან. არის თაფლის კომპოზიციების და დრაჟეების სახით წარმოდგენილი. ზოგ შემთხვევაში დამატებული აქვს ფიტოკომპონეტებიც. ფასებს იმის მიხედვიტ მოგწერთ, თუ რომელიმე მათგანი კონკრეტულად დაგანიტერესებთ. სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრი გამოვა 

თუ არსებობს ანგინის საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური საშუალება?

 

არსებობს და ძალიან ეფექტურიც. რთული პრობლემების დროს კარგია ოდევიტის, ექსტრა ლორისა და ეი-პი-ვის ერთდროულად მიღება და კურსის ჩატარება. თუკი მარტო პროფილაქტიკისთვის გნებავთ ექსტრა ლორიც საკმარისია. 

გამარჯობათ თუ გაქვთ დამწვარ კანს რომ აღადგენს ასეთი მალამო ან წამალი გმადლობთ

 

დამწვარი კანის აღდგენისთვის მალამო "ტენტორიუმის" სისტემატური გამოყენებაა რეკომენდირებული

გამარჯობა, მინდა მირჩიეთ რა მივიღო ზოგადი იმუნიტეტის გასაძლიერებლად (თუ შესაძლებელია იქნებ ფასიც მიუთითოთ). წინასწარ გიხდით მადლობას. მაიკო

ზოგადად იმუნიტეტის გასაძლიერებლად კარგია დრაჟე ხლებინას მიღება, რომელიც 95 ლარი ღირს. 

გამარჯობათ მაინტერესებს სად არის თქვენი ტენტორიუმის ქსელები. გთხოვთ მიპასუხოთ ამ კითხვაზე. მადლობ.

 

 

ტენტორიუმი თბილისში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი გაყიდვების ობიექტით, რომელიც მელიქიშვილის 6 ნომერში მდებარეობს

თუ გაქვთ რაიმე საშუალება ცხვირში პოლიპების საწინააღმდეგოდ?

ძალიან კარგია ეი-პი-ვის რეგულარული ჩაწვეთება. აუცილებლად გექნებათ შედეგი

ვარ 53 წლის ფეხი მაქვს გაბუჟებული და მაინტერესებს რა უნდა მივიღო თქვენი პროდუქციიდან? ლუდა

დასადგენია მდგომარეობის მიზეზი. ფეხების გაბუჟებას ხშირ შემთხვევაში პროთრომბინის მაღალი მაჩვენებლი ან წელის რადიკულიტი იწვევს. თუმცა მარტო ამის მიხედვითაც ვერ შეგირჩევთ, საჭიროა დიაგნოზის დადგენა. 

გამარჯობა მაინტერესებს რა საშუალებები გაქვთ c-ჰეპატიტზე გთხოვთ სრულ ინფორმაციას

იხილეთ ჩვენს საიტზე განთავსებული ჰეპატობილიარული დარღვევები, (ლინკი) სადაც სრულად არის გაწერილი სამკურნალო პროგრამა

გამარჯობა. გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია ბათუმში სად შევიძენ თქვენს პროდუქციას და რა ღირს სადედე ფუტკრის რძე? წინსაწარ გიხდით მადლობას

ჯერ-ჯერობით ბათუმში ტენტორიუმის სერვის ცენტრი არ გვაქვს. 

რაც შეეხება სადედე ფუტკრის რძეს ფასი 45 ლარიდან იწყება.  

რა ღირს ეი-პი-ვი?

პატარა შეფუთვა 10 ლარი, მოზრდილი 60; 

დრაჟეების მიღების წესი როგორია?

სხვადასხვა დოზით უნდა მივიღოთ სხვადასხვა დრაჟე. არ საჭიროებენ წყლის მიყოლებას და მკაცრად დადგენილ რეჟიმს. 

სიმაღლეში ზრდის პროდუქცია პროდუქცია დაგვიანებულია თუ არა 15 წლის მოზარდისთვის... თუ არ არის დაგვიანებული რას მირჩევდით?

ამ ასაკში სიმაღლეში ზრდა მოზარდებს დასრულებული არ აქვთ, ამიტომ შესაძლებელია ხლებინასა და სადედე ფუტკრის რძიანი კომპოზიციების მიღება უკეთესი შედეგისათვის. 

გამარჯობათ.სახეზე მაქვს პიგმენტური ლაქები,რას მირჩევთ და თუ მექნება შედეგი და რამდენ ხანში?

გირჩევთ მალამო ჩილიდონიას. შედეგი აუცილებლად გექნებათ, მაგრამ რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას პრობლემის სირთულეზეა დამოკიდებული.

გამარჯობა, მაინტერესებს შველის თუ არა თქვენი პროდუქცია ჭორპლს? თუ შველის ფასი დამისახელოთ. მადლობთ

 

უშუალოდ ჭორფლის საწინააღმდეგო პროდუქტი არ გვაქვს, თუმცა გირჩევთ მალამო ჩილიდონიას გამოყენებას, რომელსაც ლაქების გაუფერულების თვისება ახასიათებს

თმის ცვენის რა სტადიაზეა რეკომენდირებული თქვენი კომპლექსური პროდუქციის გამოყენება. ლაპარაკი მაქვს ალოპეციაზე და თმის თმის თითქმის 50%ზე მეტის არქონაზე.თუ შედეგი გამოიღო მკურნალობამ რამდენხანში იქნება ეს თვალსაჩინო და რა დაჯდება კომპლექსური მკურნალობა?ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.

ტენტორიუმის პროდუქტებით კომპლექსური მკურნალობა თმის ცვენის უკიდურესი სტადიის დროსაც არის რეკომენდირებული. შედეგი დამოკიდებულია მიზეზზე - თუ რის შედეგად დაიწყო ცვენა. სავარაუდოდ რამდენიმე თვეში შედეგი იქნება. 

მკურნალობა რამდენიმე თვიანია და დაახლოებით 100-150 ლარამდე ჯდება. 

გამარჯობათ, გყავთ თუ არა ექიმები,რომლებიც გასინჯავენ პაციენტს და შესაბამის პრეპარატს გამოუწერენ თქვენი პროდუქციიდან?

ექიმი გვყავს, ოღონდ მხოლოდ კონსულტაციებისთვის. ჩვენთან გასინჟვა და დიაგნოსტირება არ ხდება. 

ძალიან მომწონს თქვენი პროდუქცია, მაინტერესებს თუ გაქვთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება. გმადლობთ.

დიდი მადლობა. 

დიახ ასეთი პროდუქტი გვაქვს. არის შამპუნიც, უფრო რთული რპობლემების დროს კი ნიღაბი, სამკურნალო მალამო და დრაჟეებიც.  

ჭიების დროს ბავშვებს რა უნდა მიეცეს ბავშვი არის ათის ხუთის და ორის

ჰელმინთოზის დროს ძალიან ეფექტურია ეი-პი-ვი და აპიფორმულა2

მაინტერესებს,გაქვთ თუ არა ისეთი პრერარატი,რომელიც კურნავს c ჰეპატიტის ნებისმიერ ფორმას?

ც ჰეპატიტის განკურნება შეუძლებელია. ჩვენი პრეპარატებით შეგიძლიათ სიტუაციის დასტაბილურება და ორგანიზმის მოძლიერება. იხილეთ პროგრამა ჰეპატობილიარული პროგარამა

გყავთ თუ არა ისტრიბუტორი ფოთში, თუ კი ვის შეიძლება მივმართო?

სამწუხაროდ არ გვყავს. გაყიდვების ოფისი ჯერ-ჯერობთ მხოლოდ თბილისშია. 

გამარჯობათ. მაინტერესებს რამე ვაკანსია ხომ არ გაქვთ? ვარ სამედიცინოს 5 კურსის სტუდენტი, 21 წლის. დიდი მადლობა წინასწარ. 

 

ამჟამად გვაქვს კონსულტატის ვაკანსია. დაინტერესების შემთხვევაში მობრძანდით მელიქიშვილის 6 ნომერში

გამარჯობათ,ბავშვებში რა ასაკიდან შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება?

ვინაიდან ტენტორიუმის პროდუქცია არის საკვები პროდუქტი და არა პრეპარატი  ბავშვებში ჩვილობიდანაა რეკომენდირებული.

ბალზამების გამოყენება შეიძლება დაბადებიდან რამდენიმე საათში, დრაჟეების კი რამდენიმე თვიდან, როცა უკვე ჩაღეჭვას შეძლებენ. 

 

გამარჯობა, მაინტერესებს ბავშვებისთვის (5-10 წლამდე) რომელი ვიტამინია რეკომენდირებული იუნიტეტის ასაწევად და სწავლის გაადვილებისთვის, თან ანტიალერგიული ეფექტიც რომ ქონდეს. გმადლობთ წინასწარ. 

 

ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია "ტენტორიუმ პლიუსი"  და  "ეი-პი-ვი" 

მაინტერესებს გასახდომი საშუალება თუ შეიძლება მეძუძური დედებისთვის?

დიახ, შეიძლება და უფრო მეტიც - სრულიად უსაფრთხო და სასარგებლოა. 

გამარჯობა, გამოიყენება თუ არა ტენტორიუმის პროდუქცია ჩიყვის სამკურნალოდ, ანუ თუ გაქვთ შესაბამისი პროდუქტები? გმადლობთ წინასწარ.

რა თქმა უნდა გამოიყენება. პროდუქტის შესარჩევად კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული ჩიყვის ნაირსახეობა.

გამარჯობათ, მაინტერესებს თუ გქონიათ პრაქტიკაში საშვილოსნოს კედლის მიომის მკურნალობის შემთხვევა და რომელი პრეპარატ(ებ)ით?

დიახ გვქონია. დანიშნული იყო რამდენიმე ეტაპიანი მკურნალობა. ძირითადი პროდუქტები იყო: ექსტრა ბეფუნგინი და ეი-პი-ვი;  

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის გასაცნობათ, გაესაუბრეთ ექიმ-კონსულტან ნონა ხარბედიას. 

 

შეიძლება თუ არა ფუტკრის მტვერი მიიღოს ფილტვის სიმსივნით დაავადებულმა?

დიახ შესაძლებელია. თუმცა პროპოლისის მიღება უფროა რეკომენდირებული.

მაინტერესებს შველის თუ არა პროდუქცია შეკრულობას ბავშვებში?

 

დიახ, ამისთვის გამოიყენება "აპიბალზამ 1".

გამარჯობა,თვალისთვის თუ გაქვთ რაიმე საშუალება?

დრაჟე "ჩერნიკა" და წვეთები "ეი-პი-ვი".

მაინტესებს სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მელიქისვილის 6 ნომერში, "ტენტორიუმის" გაყიდვების ოფისში. 

რა ღირს თქვენი ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი?

22 ლარი

გამარჯობთ, მაქვს ფეხებზე წამონაზარდი, ანუ პოდაგრა. შესაძლებელია თუ არა თქვენი პრეპარატებით განკურნება? იქნებ გამარკვიოთ როგორ მოვიქცე. მადლობა წინასწარ

პოდაგრის მკურნალობა ჩვენი პროდუქტებიტ შესაძლებელია. თუმცა ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. 

ამ დროს ინიშნება დრაჟეები "ხინაზი" და "აპისპირა",  ასევე მალამო "ტენტორიუმი"

ძალიან მიყვარს თაფლი. ვარ 18 წლის ბიჭი და ყოველდღიურად ვჭამ ძალიან ბევრ თაფლს და ხომ არ არის ჯანმრთელობისთვის ცუდი? ირაკლი

 

 

თაფლი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ძალიან კარგია, რომ ყოველდღიურად მიირთმევთ.

თუმცა გირჩევთ დაიცავათ ზომიერება. :)

1,6 წლის ბავშვი ხშირად ავადმყოფობს ანგინით. რას შემოგვთავაზებთ სამკურნალოდ. 

 

დრაჟეები "ოდევიტი" და "ექსტრა-ლორი"-ს ნარევი და ბალზამი "ეი-პი-ვი" ჩასაწვეტებლად. 

გამარჯობათ ვარ სერიოზული სპორტსმენი და ვიგებ ,,bee polen''-ს (ნიუვეისის) მაინტერესებს ყველაზე ძლიერი და ენერგეტიკული რას შემომთავაზებთ? ბიი აქტივია მგონი და რა რეკომენციას მომცემთ რო ამას შევეშვა და მაგით შევანაცვლო (მისი დადებითი მხარე შედარებით)..მადლობთ

გეთანხმებით "ბი აქტივი", საუკეთესო ვარიანტია. 

მას ვერ შევადარებთ  ,,bee polen''-ს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამ უკანასკნელის შემადგენლობა და შედეგები არ ვიცით. 

მობრძანდით მელიქიშვილის 6 ნომერში და გაგაცნობთ მონაცემებს, სპორტის რომელი სახეობის წარმომადგენელმა რა შედეგი მიიღო "ბი აქტივის" გამოყენებით.  

 

სად შევიძინო მუმიო?

მუმიოს ცალკეულად შეძენის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

ჩვენს პროდუქტებში კი ის გამოყენებულია თაფლთან ერთად, ასევე ბიობალზამ "ასილში". 

ბავშვის შამპუნისა და კრემის ფასები მოგვწერეთ, თუ შეიძლება..რამდენ მლ-ია?

თვითოეული მათგანის ფასი 15 ლარია. 

შამპუნი 150 მლ.

კრემი 50 მლ.  

სიმაღლისთვის გაქვთ საშუალება 4-5 წლის ბავშვისთვის?

 

დიახ. დრაჟე "ხლებინა" 

ნერვოზს თუ შველის?

ფუტკრის ნებისმიერი პროდუქტის სისტემატური მიღება შეუდარებლად ამშვიდებს ნერვულ სისტემას. 

16 წლის ვარ მაწუხებს თმის ცვენა უკვე საკმაოდ შემივიდა გვერდებზე სიმელოტე რა ვქნა რით ვუშველო რამე მირჩიეთ რომ დარჩენილი თმაც შევინარჩუნო და იმ ადგილებში სადაც ოდესღაც თმა მქონდა ისევ ამოვიდეს თმა

იმისათვის, რომ შედეგი მიიღოთ უნდა ჩაიტაროტ კომპლექსური მკურნალობა.

იხილეთ ეს პროგრამა: ალოპეცია - თმის ცვენის პრობლემა 

17 წლის გოგო დაახლოებით(საშუალოდ), რამდენ სანტიმეტრს მოიმატებს სიმაღლეში, თუ თქვენი სიმაღლეში მოსამატებელი პროდუქტებით სრულ კურსს ჩაიტარებს?

ამ ასაკში სიმაღლეში მომატება უკვე დაგვიანებულია. ამის გამო ვერ გეტყვით დაახლოებით რამდენს მოიმატებს, დამოკიდებულია ზრდის ზონებზე, ორგანიზმის მზაობაზე და ა.შ.

 

თქვენი პროდუქცია თუ არის რეკომენდებული ჭიების მოსაშორებლად?

კი, ამისთვის გამოიყენება "აპიფორმულა 2" და "ეი-პი-ვი".

ალერგიული რინიტის დროს რას შემოგვთავაზებთ?

"ეი-პი-ვი", "რინო ფაქტორი" და დრაჟე "ოდევიტი"

კოქსართროზის და ართრიტის სამკურნალოდ რას შემომთავაზებთ და რამდენად ეფექტურია?

"ხინაზი" და "ტენტორიუმ პლიუსი" მისაღებად

"აპიკრემისა" და "ტენტორიუმის" ნაზავი წასასმელად

 

ჩამოთვლილი პროდუქტები ართრიტების დროს ძალიან ეფექტურია. კოქსართროზის დროსაც მდგომარეობის გაუმჯობესებას აშკარად იგრძნობთ, შესაძლებელია განკურნებაც. 

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

თქვენი პროდუქციით შემიძლია ვიმკურნალო ოსტეომიელიტის შემთხვევაში?

სამწუხაროდ ამ შემთხვევაში მხოლოდ "ტენტორიუმის" პროდუქცია, დამოუკიდებლად  ვერ დაგეხმარებათ. თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დამხმარე საშუალება, რომელიც ააქტიურებს და უფრო ეფექტურს ხდის ანტიბიოტიკოთერაპიას, ხოლო მის გვერდით მოვლენებს ამსუბუქებს.  გარდა ამისა აგიმაღლდებათ იმუნიტეტი და გაგიუმჯობესდებათ საერთო მდგომარეობა. 

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

იმუნიტეტის გაძლიერებისთვის რომელს მირჩევდით?

ტენტორიუმ პლიუსს გირჩევთ. საუკეთესოა. 

ცელულიტის საწინააღმდეგოდ რომ გიწერიათ "პელოიდი" ეს უკვე არის გაყიდვაში? 

 

დიახ. არის გაყიდვაში. 

პატივისცემით მაიკო 

ვარ 21 წლის მაინტერესებს ტენტორიუმის პროდუქციას თუ შეუძლია უკვე გაცვენილი თმის ამოყვანა?

ამისთვის გვაქვს საკმაოდ ბევრი საშუალება: შამაპუნები, ნიღბები და დრაჟები. თვითეული მათგანი თმის ცვენის მიზეზის გამო ინიშნება, ამიტომ გირჩევთ მობრძანდეთ ან დარეკოთ და უფრო კონკრეტული რჩევა მიიღოთ. 

რაც შეეხება ასაკს, მნიშვნელობა თითქმის არ აქვს. გვქონია შემთხვევა 85 წლის ქალბატონზე თმის ამოსვლისა.

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

 შესაძლებელია 19 წლის გოგონა  გაიზარდოს სიმაღლეში?

შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ზრდის ზონები არ აქვს დახურული. ამის გარკვევა ხელის მტევნის ჩვეულებრივი გაშუქებით, რედგენოგრაფიითაა შესაძლებელი. 

პატივისცემთ აპიკონსულტანტი ნონა 

გამარჯობათ,მაქვს მენჯ-ბარძაყის კოქსართროზი, შემიძლია მივიღო თქვენი რომელიმე პრეპარატი და როგორი შედეგები გაქვთ ამ მხრივ?

ოთხი წლის წინ დამეწყო თმის ცვენა შეიძლება თუ არა ფოლიკულის გაცოცხლება და თმის ამოსვლა, გმადლობთ წინასწარ.

მსგავსი პრობლების მოგვარების საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თმის ფოლიკულები არ კვდება. ფუტკრის შხამს შეუძლია თმის ფოლიკულის მიკროცირკულაციის გაუმჯობესება და ფოლიკულის გამოღვიძება. ჩვენ გვაქვს პროდუქცია, რომელიც შეიცავს ფუტკრის შხამს და საკმაოდ წარმატებულად აგვარებს მსგავს პრობლემას.    ნონა

მაქვს დიფუზური მასტოპატია. თუ გაქვთ პრეპარატი, რომელიც განმკურნავს საბოლოოდ. ზეინაბი

გამარჯობათ.თქვენს პროდუქტს შეუძლია უმკურნალოს იმუნიტის დაქვეითებას???

დიახ რა თქმა უნდა. თითქმის ყველა პროდუქტი აძლიერებს იმუნიტეტს, არსებობს სპეციალურად ამ პრობლემის მოგვარების პროგრამები, რომელიც შეირჩევა ინდივიდუალურად. 

საკვერცხის პოლიკისტოზის, რაც ფარისებრი ჯირკვლით არის გამოწვეული, თმიანობა და ბოლოს მესამე წლის უშვიობა. რას გვირჩევთ ამ დროს?

 

რთული და კომპლექსური პრობლემაა. მოითხოვს ჩვენი პროდუქციის ხანგრძლივ მიღებას.

პირველ რიგში უნდა მიიღოთ ეი-პი-ვი და ექსტრა ბეფუნგინი

შემდეგ ეტაპობრივად უნდა მიიღოთ: ფორმულა რა, აპი-სპირა, აპი-ელიტე, აპი-ხიტი და ხლებინა

ასევე კრემი ტენტორიუმი და აპი-კრემი (რადგან უშვილობასთან გვაქვს საქმე ზოგი პროდუქტი ინიშნება წყვილისთვის ერთდროულად)

შედეგის და მიხედვით შესაძლებელია კორექტირება  

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

გამარჯობათ, დიდი ხანია ვსარგებლობ თაფლის პროდუქტებით, მივესალმები ტენტორიუმს საქართველოში, მაინტერესებს არსებობს თუ არა ანტისპერმალური ანტისხეულებისა და მილების გაუვალობასთან დაკავშირებით ეფექტური მკურნალობის შედეგი თქვენს პრაქტიკაში, ზემოთაღნიშნული იწვევს უშვილობას, პატივისცემით ნანა

გამარჯობა. დიდი მადლობა. 

პრობლემა რთულია, ამიტომ უნდა განიხილოს უფრო კონკრეტულად. მარტო ფუტკრის პროდუქციით ალბათ ვერ მოგვარდება, თუმცა ძალიან ეფექტური იქნება მედიკამენტოზურ თერაპიასთან კომპლექსში.  

აპიკონსულტანტი ნონა 

გამარჯობა! მაინტერესებს ვიტილიგოს სამკურნალო საშუალებებიც ხომ არ გექნებათ? ნებისმიერი პასუხისთვის მადლობას წინასწარ მოგახსენებთ. ნინო

 

ვიტილიგოსთვის რეკომენდირებულია აპი-ხიტი და აპი-სპირა და აპიფორმულა 1, 2, 3

ძალიან კარგი პროდუქტია. 3 წელია აქტიური მომხმარებელი ვარ

დიდი მადლობა. ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა.

გამარჯობა. მაინტერესებს თუ გაქვთ სახიდან და სხეულიდან თმის მოსაშორებელი კრემი რომელიც სამუდამოდ აშორებს?

 

თუკი თმინაობა ნივთიერებათა ცვლითაა გამოწვეული მაშინ აპისპირა ან აპი-ელიტეს გირჩევთ. სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით  

სად ხდება თქვენი პროდუქციის რეალიზაცია? მარი

 

მხოლოდ პეკინის41 ნომერში და ზოგიერთი დამოუკიდებელი დისტრიბუტორის მიერ 

გამარჯობა. მაინტერესებს ხომ არ გაქვთ ორსულობის შედეგად დარჩენილი სტრიების მოსაშორებელი ეფექტური საშუალება?

ეფექტურია სისტემატურად,  რამდენიმე თვის განმავლობაში აპი-ბიუსტისა და ტენტორიუმის ნაზავის გამოყენება

გამარჯობა. ბუასილისთვის რას გვირჩევდით?  

აპიბალზამ1 და ვიტუს ფაქტორი ადგილობრივად და დასალევად ეი-პი-ვი

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

გამარჯობა,თქვენი პროდუქტი კუნთების დისტროფიას შველის? გქონიათ ასეთი შემთხვევა? შედეგი როგორი შეიძლება ოყოს? წინასწარ დიდი მადლობა

კუნთების დისტროფიის დროს ძალიან კარგია ხლებინა და სადედე ფუტკრის რძიანი კომპოზიციის ერთდროულად მიღება

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

ვარ ქუთაისელი მინდა ეს წამალი დამაწერინეთ მისამართი

ქუთაისში ტენტორიუმის ოფისი მდებარეობს ზვიად გამსახურდიას 9 ნომერში

 

გამარჯობა. არაგაყალბებული და არამოხარშული თაფლი, ანუ ნამდვილი თაფლი სად შევიძინო? აი ისეთი ფულის გადახდა რომ ღირდეს.

გამარჯობა. ასეთი თაფლის შეძენა ჩვენთან შეგიძლიათ. ეს არის ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ნაკრძალში მოყვანილი თაფლი, რომელსაც გავლილი აქვს ლაბორატორიული შემოწმება. 100% გაუყალბებელია.

სამწუხაროდ, დაზუსტებულ ინფომაციებს არ ვფლობთ კიდევ სად შეიძლება ნატულარული თაფლის შეძენა. 

 

პატივისცემით მაიკო 

რამდენად შველის ფრჩხილის სოკოს და უსაფრთხოა თუ არა ლაქტაციის დროს გამოყენება?

ფრჩხილის სოკოსთვის გირჩევთ კრემ ჩილიდონიას და აპიკომფორტს

ორივე აბსოლიტურად უსაფრთხოა ლაქტაციის დროს  

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

გამარჯობათ, მაინტერესებს რა პროდუქცია გაქვთ თმის ზრდის სტიმულირებისთვის?და რა ღირს?მადლობთ წინასწარ.

თმის ზრდის სტიმულირებისთვის ძალიან კარგი პროდუქტია აპი-სპირა-სა და ეი-პი-ვის კომბინაცია. 

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

გამარჯობა. მაინტერესებს რას მირჩევნდით თქვენი პროდუქციიდან სიმაღლეში ზრდისთვის. ბავშვი არის 16 წლის. მადლობა. თინიკო

 

ქალბატონო თინიკო გირჩევთ შემდეგი პროდუქტების ეტაპობრივად მიღებას:  ხლებინა, აპი-სპირა, ტენტორიუმ პლიუსი. სრული კურსის მიღების შემდგომ აუცილებლად მიიღებთ დადებით შედეგს, რადგან ასაკი კარგია.

მათ შემადგენლობაში შედის ყვავილის მტვერი და ჭეო, რომლებიც ანაბოლიკური (სიმაღლეში ზრდის) თვისებებით ხასიათდებიან. 

სიამაღლეში ზრდას ხელს უწყობს სადედე ფუტკრის რძეც. გვაქვს რამდენიმენაირი კომპოზიცია, რომლების დამატებით მიღებაც შეგიძლიათ:  აპიტოკი, აპიტონუსი, აპიფიტოტონუსი  

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

ძალიან დიდი მადლობა ტენტორიუმს და მის წარმოამდგენლობას. ინგა

 

ნებისმიერ დროს გვიგულეთ თქვენს სამსახურში ქალბატონო ინგა. 

ძალიან დიდი მადლობა კარგი და დამამშვიდებელი ინფორმაციისთვის. და კიდევ მაინტერესებს კომპანია ტენტორიუმის რომელი პროდუქციის მიღება შეიძლება რადიაციის პროფილაქტიკისთვის? ინგა

 

კომპანიას სპეციალურად ამ საკითზე აქცენტირებით შექმნილი აქვს უანალოგო აპი-ხიტი და აპი-სპირა.  

ერთიც და მეორეს შეუდარებლად წმენდს ორგანიზმს რადიაციისაგან უჯრედულ დონეზე. გარდა ამისა გამოდევნის მძიმე მეტალებს, ტოქსინებსა და შლაკებს. უზრუნველყოფს ორგანიზმის საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით შევსებას, ამაღლებს იმუნიტეტს. 

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

 

ფუტკარი და რადიაცია! თუ შეიძლება ვრცლად მიპასუხოთ, რამდენად დამიცავს ფუტკრის პროდუქცია მისგან, ვინაიდან რადიაცია არის ბევრი დაავადების მიზეზი? ინგა

ქალბატონო ინგა ფუტკრის პროდუქცია ცნობილია ანტირადიაციული თვისებებით. 

ფაქტის ძალიან თვალნათელი მაგალითია, ჩერნობილის თაფლი. ტრაგედიის შემდეგ, ტერიტორიაზე უპატრონოდ დარჩენილი სკებიდან კომერციისთვის გამოიტანეს დიდი რაოდენობით თაფლი, რომელიც აქტიურად იყიდებოდა ბევრ ქალაქში. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომლის ყურამდეც მიეღწია ამ ფაქტს სასამართლოს საჩივრით მიმართა, "რადიაციული" თაფლის არსებობის შესახებ.

გამყიდველი გაამართლეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლაბორატორიულმა კვლევებმა  თაფლში რადიაციის ნულოვანი არსებობა დაადასტურა

ასე, რომ ფუტკრის პროდუქციის სისტემატური მოხმარებისას, თავს დაიცავთ იმ საშიში პრობლემისგან, რასაც რადიაცია ქვია.

ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და აქტიური საკითხის წამოწევისთვის.  

პატივისცემით მაიკო 

შველის თქვენი პროდუქცია იმპონტეციას? რომელი პროდუქცია არის ესეთი?

ფუტკრის პროდუქტებიდან ამ პრობლემის მოგვარებისთვის საუკეთესოა ყვავილის მტვერი და სადედე ფუტკრის რძე.  (ოღონდ არავითარ შემთხვევაში კუსტარულად დამზადებული. ეს უნდა იყოს გაწმენდილი და წესებით დაცვით შენახული).  

პირველად გირჩევთ პოლიანკით დაწყებას, შემდეგ კი  ბიაქტივს ან აპიტოკს

შედეგს პირველივე კურსიდან შეამჩნევთ.  

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

ეი-პი-ვის და ჩერნიკას ფასი რა არის?

დოზირებას გააჩნია.  არის მოზრდილისთვის თუ მოზარდისთვის.ან პრობლემის მიხედვით  პროფილაქტიკისთვის თუ სამკურნალოდ?

ეი-პი-ვი 6-დან 56 ლარამდეა (სხვადასხვა დოზირებით)

ჩერნიკა 60-100 ლარამდე (ესეც სხვადასხვა დოზირებით)

 

პატივისცემით მაიკო 

ფასები რატომ არ წერია? რომ ეწეროს ბევრად მარტივი და სასურველი იქნებოდა. :) ქეთი

ფასებს არ ვუთითებთ რადგან, ორი ფასის სისტემა გვაქვს - დისტრიბუტორების და საოფისე. თქვენ რომელიც დაგაინტერესებთ იმის მიხედვით უნდა აირჩიოთ.  

დარეკეთ თქვენთვის სასურველ დროს (37 17 19) და მიიღეთ ზუსტი ინფორმაცია. 

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის

პატივისცემით მაიკო  

21 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანებს სიმაღლეში ზრდის? 

გაძვლოვანებას გააჩნია. თუ არ არის დასრულებული მაშინ შესაძლებელია. (გაძვლოვანების მგომარეობა რენდგენით დგინდება)

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

მხედველობის ნერვის ატროფიას თუ შველის ტენტორიუმი

საკმაოდ რთული დაავადებაა. სიტუაციის გაუმჯობესებას შეძლებთ ეი-პი-ვის წვეთებითა და ჩერნიკას დრაჟეებით

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 

თუ გაქვთ მოზარდებისთვის სიმაღლეში მოსამატებელი და თან დაკავებული არიან სპორტით. წინასწარ დიდი მადლობა. 

 


სპორტით დაკავებული ადამიანებისთვის გვაქვს სპეციალური ხაზი. რომელიც ეხმარება ენერგიის აღდგენაში, სიმხნევისა და ძალის მომატებაში. არაჩვეულებრივად გამოდევნის კუნთებიდან რძემჟავას.

რაც შეეხება სიმაღლეში ზრდას ყვავილის მტვერი და ჭეო არიან ბუნებრივი ანაბოლიკები (სიმაღლეში ზრდა).

მისი დიდი შემცველობა სპორტულ ხაზში არის, თუმცა არის ცალკეულადაც. 

დაგისახელებთ ყველა მათგანს და შეარჩიეთ: ბი აქტივი, ხლებინა, აპი-სპირა, ტენტორიუმ პლიუსი.  

სიამაღლეში ზრდას ხელს უწყობს სადედე ფუტკრის რძეც. გვაქვს რამდენიმენაირი კომპოზიცია:  აპიტოკი, აპიტონუსი, აპიფიტოტონუსი  

პ.ს. ჩვენს პროდუქტებს დიდი ხანია წარმატებით იყენებს კალათბურთელი მოზარდები. (საბავშვო კალათბურთის გუნდიდან). 

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი სალომე 

 არსებობს სიმაღლეში ზრდისთვის რაიმე ვიტამინები? 

საერთოდ  ყვავილის მტვერი და ჭეო ძლიერი (სიმაღლეში ზრდა) ანაბოლიკური თვისებებით ხასიათდებიან. 

მათი დიდი რაოდენობის შემცვლელი პროდუქტებია:  ხლებინა, აპი-სპირა, ტენტორიუმ პლიუსი.  სრული კურსის მიღების შემდგომ აუცილებლად მიიღებთ დადებით შედეგს, თუკი ასაკი გიწყობთ ხელს. 

სიამაღლეში ზრდას ხელს უწყობს სადედე ფუტკრის რძეც. გვაქვს რამდენიმენაირი კომპოზიცია:  აპიტოკი, აპიტონუსი, აპიფიტოტონუსი  

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა 


რამდენ ფუტკარზეა საჩუქრები?

საჩუქრების მიღება 5 ფუტკრიდან იწყება 

 

პატივისცემით მაიკო 

ყვავილის მტვრის დიდი რაოდენობის შემოთავაზება შეგვიძლია და ხომ არ დაინტერესდებით? დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით  8*******

ქართული პროდუქციის მიწოდების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. დადებითი შედეგის შემთხვევაში აუცილებლად შეგეხმიანებით. 

პატივისცემით მაიკო

როგორ დავრეგისტრირდე? ბარათი მაქვს

ეს შესაძლებლობა საიტს მოგვიანებით დაემატება და დარეგისტრირებულებისთვის დამატებითი ინფორმაციების ხილვა იქნება შესაძლებელი

პატივისცემით მაიკო 

უშვილობას რამდენად შველის? მილების შევიწოროებას

 

ძალიან, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ამ მხრივ. პრობლემიდან გამომდინარე საჭიროა დაწვრილებითი კონსულტაცია. დაგვირეკეთ 37 17 19 ან მობრძანდით პეკინის 41.

იქამდე კი გაეცანით დედა ფუტკრის რძისა და ცვილის ჩრჩილის ექსტრაქტის თვისებებს, თქვენთვის საინტერესო მახისიათებლები აქვთ. პირველი შეუცვლელია გამრავლებასთან დაკავშირებული პრობლემებისთვის და მეორე ყოველგვარი ზედმეტი ხრტილოვანი ქსოვილების მოსაშორებლად (რაც იწვევს ყელის შევიწროებასა და გაუვალობას). 

ჩვენი პროდუქტებიდან კი გირჩევდით სადედე ფუტკრის რძიან თაფლის კომპოზიციებს:  აპიტოკი, აპიტონუსი, აპიფიტოტონუსი

ასევე: დრაჟე ფორმულა რა  

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი სალომე 

 

გამარჯობა. შეიძლება თუ არა პროტივოვესის გამოყენება მეძუძური დედებისთვის? 

რა თქმა უნდა შეიძლება და რეკომენდირებულიცაა. გარდა იმისა, რომ ზედმეტი წონის კორექციაში დაგეხმარებათ ასევე შეგივსებთ ვიტამინო-მინერალურ კომპლექსს. შესაძლებელია ლაქტაციის გაზრდა.  

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა  

პროდუქცია სად არის დამზადებული, მაინტერესებს: დამამზადებელი ფირმის დასახელება და ხართ თუ არა ადგილობრივი ანუ ქართული კომპანია. მადლობა წინასწარ

 

პროდუქციის წარმოება მიმდინარეობს კომპანია "ტენტორიუმის" მიერ ქალაქ პერმში.  

დამატემით შეგიძლიათ იხილოთ ეს ინფორმაცია:  http://www.tentorium.ge/index.php?page=history

 

პატივისცემით მაიკო 

ოლიგოსპერმიას უშველის? 

ოლიგოსპერმია საკმაოდ რთული პრობლემაა და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს

მსგავს საკითხთან შეხება გვქონია და საკმაოდ დამაიმედებელი, დადებითი შედეგები გვაქვს. 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, შედეგებსა და საკითხზე მობრძანდით ჩვენს ოფისში და მიიღეთ უფასო კონსულტაცია. 

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი სალომე

რა შეიძლება მიიღოს მოზარდმა ღამის ენურეზიის დროს?

 

ღამის ენურეზიის დროს ეფექტურია სადედე ფუტკრის რძიანი თაფლის კომპოზიციების მიღება:  

ასეთებია: აპიფიტოტონუსი, აპიტონუსი და აპიტოკი. (აირჩევთ სურვილისამებრ) 

აგრეთვე ძალიან კარგია დრაჟეები სორბუსი ან ექსტრა-ბეფუნგინი.  

 

პატივისცემით აპიკონსულტანტი ნონა

ფუტკრის რძე და ყვავილის მტვერი გვინდა და ხომ არ გაქვთ? და თუ შეგიძლიათ ფასიც რომ მომწეროთ. წინასწარ გმადლობთ

 

 

გვაქვს თაფლებში და დრაჟირებული სახით.  კონკრეტულად რომელი დაგაინტერესებთ. ფასებს ამის მიხედვით გეტყვით.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 37 17 19 ან მობრძანდით პეკინის 41-ში

 

პატივისცემით მაიკო 

გამარჯობა,ხომ არ ხართ დაინტერესებული ფუტკრის შხამის შეძენით?

ჯერ-ჯერობით კომპანია "ტენტორიუმი" ფუტკრის პროდუქციის საქართველოდან ექსპორტირებას არ აწარმოებს. 

 

პატივისცემით მაიკო 

კარგი იქნება მიაწეროთ რისთვისაა. როცა ბალზამის ლინკს ვხსნი უნდა იყოს თმის, ტანის, ხელის, თუ რისია თავიდანვე ნაჩვენები და ასევე ყველა პროდუქტზე. გმადლობთ. ინგა

 გამარჯობა ინგა. ამ შემთხვევაში მხოლოდ სამკურნალო შემავსებელი ბალზამებია ნაჩვენები. პროდუქციის ანოტაციების ვრცელი ვარიანტის ნახვისას (მარჯვენა მხარეს კუთხეში ვრცლად-ის დაჭერით) წერია სათითაოდ ყველა შემავსებელი ბალზამის დანიშნულება.

რაც შეეხება თმისა ბალზამს, ის კოსმეტიკურ საშუალებებშია განთავსებული.

 

პატივისცემით მაიკო